სასწავლო პროექტი


თემატური პლაკატები გერმანულ ენაში

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები  დაამზადებენ თემატურ პლაკატებს.

პროექტის აქტუალობა: მოხდება უცხო ენის კაბინეტის შევსება ახალი თვალსაჩინოებებით. ბავშვები მათ  მიერ შექმნილ ნამუშევრებს უფრო მოუფრთხილდებიან და გამოიყენებენ.

პროექტის მიზნები: მოსწავლეები   ისავლიან ელექტრონული ლექსიკონებით  სარგებლობას, ინტერნეტში  მოძებნილი სიტყვის შესაბამის სურათის პოვნას  და  ამობეჭვდასმოპოვებული მასალების   ფორმატის  ქაღალდზე გადატანით პლაკატის შექმნას.

მოსწავლეთა ასაკი:   13–14 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 5  დღე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:   მოსწავლეები გაიწაფებიან   ელექტრონული ლექსიკონებით სარგებლობაში. შექმნიან ახალ თვალსაჩინოებებს.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პრინტერი, ფლომასტერები, თაბახის ფურცლები, სახაზავი, ფორმატის ფურცლები

პროექტის მსვლელობა: 1–ლი დღე
1–ლი აქტივობა: ბავშვებთან ერთად არჩეულ იქნა პროექტის თემა.
მე–2 აქტივობა:   საპროექტო 2  ჯგუფის შექმნა
მე–3   აქტივობა: პროექტის  გეგმის შემუშავება ჯგუფში  და მოვალეობების გადანაწილება
თითოეულ ჯგუფს  მიეცემა პლაკატის თემა: პირველს ფრინველები, ცხოველები, მეორესხილი, ბოსტნეული
დღე 2.
ჯგუფის წევრები ჩამოწერენ მათი დავალების   შესაბამის 15–15 სიტყვას ქართულადშემდეგ იწყებენ მათთვის უცნობი სიტყვების მოძებნას ინტერნეტში ელექტრონული ლექსიკონით და ამოიწერენ მათ.
დღე3.
ის მოსწავლეები, რომლებსაც დავალებული აქვთ  სურათების მოძებნა, ინტერნეტში მოძებნიან და ამობეჭდავენ ჩამოწერილი სიტყვების შესაბამის სურათებს.
დღე4.
მოსწავლეები   სიტყვებს მოზრდილი შრიფტით ფლომასტერებით გადაიტანენ ფორმატის ფურცლებზე გერმანულ  და ქართულ  ენებზე და გვერდით დააწებებენ შესაბამის  სურათს.
დღე5.
მოხდება   დამზადებული პლაკატების პრეზენტაცია და საკლასო ოთახში გამოფენა.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლოგეგმასთან  კავშირი: ისტ

უცხ..01.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული  სასწავლო პროცესში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას;
  • ქმნის რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ბარათს, ლოტოს, ნახატს, კოლოფს და სხვა).


უცხ..II.20. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:            
  • ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
  • მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ., სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
  •  მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
  • იყენებს ისტ ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/ დასამუშავებლად;
  • ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., მარტივ სქემებ, ილუსტრირებულ ლექსიკონ, ილუსტრირებულ ანბან  და სხვა).


პროექტის ხელმძღვანელი  ამბერკი მორჩილაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა  amberki.morchiladze@gmail.com

პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: amberkimorchiladze.blogspot.com